საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება მიმდინარეობს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ატარებს. წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს, წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს, მისი წამების დღეს.