სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ერეკლე კოდუას ბრალდების საქმეზე გიორგი თარგამაძის გამოკითხვა.
ტელეიმედის საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროგრამების ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ რამდენიმე წუთით ნახა ერეკლე კოდუა და უთხრა, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონოდა.
ბრალდების მხარე კოდუას ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ტელევიზიის გათიშვის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება ძალადობით და იარაღის გამოყენებით.
ერეკლე კოდუაზე ამ დროისთვის პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.