შვიდი ნოემბრის საქმე  

ამ წუთებში ნანა პატარკაციშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმეზე, მოწმის სტატუსით იკითხება.

საუბარია 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრის და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე.

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის და მისი უფლებამონაცვლე, ნანა პატარკაციშვილის განცხადებით, „ტელეიმედი“ ყოფილმა ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდებით მიითვისა. დღეს ბრალდების მხარე 8 მოწმეს დაკითხავს.

გიორგი კობერიძე მუშაობს თემაზე.