„იმედში“ შეჭრის საქმე

„იმედში“ შეჭრას და ტელევიზიის დარბევას ტელეკომპანიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მაშინდელი ხელმძღვანელი იხსენებს. გიორგი თარგამაძემ დღეს სასამართლოს ჩვენება ერეკლე კოდუას ბრალდების საქმეზე მისცა.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე 2007 წლის 7 ნოემბერს ტელევიზიაში სოდ-ის ყოფილი უფროსის ყოფნას ადასტურებს და მისივე ნათქვამზე დაყრდნობით ამბობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის მიზანი „იმედის“ სიგნალის გათიშვა იყო.

თარგამაძემ დღეს დეტალურად გაიხსენა, როგორ დაარბიეს 12 წლის წინ ტელევიზია, როგორ დამამცირებლად ექცეოდნენ თანაშრომლებს, რა პროცესები უძღოდა 7 ნოემბრის მოვლენებს წინ და რა ზეწოლას განიცდიდნენ ტელევიზიის ჟურნალისტები 12-წლის წინანდელი მოვლენების დროს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან.

მძიმე შინაარსის ჩვენების მიუხედავად, ადვოკატი კოდუას მხრიდან 7 ნოემბერს „იმედში“ სპეცრაზმის ხელმძღვანელობას უარყოფს, რეზონანსული აღმოჩნდა მისი კიდევ ერთი განცხადება.