ცნობილი ქართველი რეჟისორი, გიორგი შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ვერიკო ანჯაფარიძის და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმში მიმდინარეობდა.
ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.