ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული ხუთი სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. დაკავებული ხუთი პირიდან ოთხ ბრალდებულს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს, მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.