გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო შეთანხმება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს. სამი ბრალდებული, ვისაც ძალადობას, კონკრეტულად კი, ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ ჩხუბში მონაწილეობას ედავებიან, სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება. ჩხუბის ეპიზოდზე დაზარალებულად არის ცნობილი გიორგი შაქარაშვილი მკვლელობაში ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი, რომელმაც საპროცესო შეთანხმების თანხმობა როგორც დაზარალებულმა ოფიციალურად გასცა. არ არის გამორიცხული საპროცესო შეთანხმების სასამართლო პროცესი დღეს ჩაინიშნოს.