გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, სრულწლოვანი პირების საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროკურორის განცხადებით, სხდომაზე ხუთი სამართალდამცველი დაიკითხა, რომელთაც მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს. დაცვის მხარის თქმით, დაკითხული მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი არ არის.