პოლიტიკური გაერთიანების „თავისუფალი საქართველო“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი მოსიაშვილმა 2007-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქმედ ძველ ოპოზიციონერებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
მოსიაშვილის განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში იმ ადამიანების დაბრუნებას, ვინც ფეხქვეშ თელავდა ადამიანების უფლებებს და დევნიდა განსხვავებულ აზრს.