კახა კუკავას განცხადება

კახა კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი შუალედურ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატების დასახელების ინიციატივით გამოდის. კუკავას განმარტებით, ამ გზით შესაძლებელი იქნება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს კონკურენცია გაუწიონ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის, ყველა საარჩევნო ოლქში საკუთარი პარტიის ინტერესები უკან გადაწიოს, რადგან მისი განმარტებით, დღეს ყველაზე მთავარი მოთხოვნა მესამე ძალის გამოჩენაა.