გოგი წულაიას განცხადება

გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშიას წარმომადგენლები ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე მილიონი ხელმოწერის კამპანიის ფარგლებში, ხელმოწერებს აგროვებენ.

მათი თქმით, ქვეყანამ უარი უნდა უთხრას მაჟორიტარულ არჩევნებს. „მაჟორიტარული სისტემა არის გზა პარლამენტში უმრავლესობის შესაგროვებლად. ეს უმრავლესობა კი ხალხის სასარგებლოდ არასოდეს არაფერს აკეთებს,“ – განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ.