საოკუპაციო ხაზთან ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ მეურნეობა პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში შექმნა.
ფერმერმა ამერიკული ჯიშის კაკლისა და ნუშის ნერგები ჩამოიტანა და რამდენიმე ათას ჰექტარზე გააშენა.
სოფელ ნიქოზში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზი” სანერგე მეურნეობა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა მოინახულეს.