სამშვიდობო მატჩი ერგნეთში

12:21, 17.08.2020

ერგნეთში საერთაშორისო სამშვიდობო პროექტის პრეზენტაცია და კოტე მახარაძის სახელობის თასზე სამშვიდობო მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს ერგნეთისა და ნიქოზის გუნდები შეხვდნენ. პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. მიზანი სოფელ ერგნეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობაა, რომლითაც ქართველი და ოსი ბავშვები ისარგებლებენ.

მსგავსი