გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში მიღება გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში მიღება გამართა და აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ბაქრაძესთან ერთად, ქართულ დიასპორას უმასპინძლა.
პრეზიდენტმა დიასპორასთან აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობასა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საიუბილეო თარიღი დიასპორის აქტიური ჩართულობით უნდა აღინიშნოს.