გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. გიორგი მარგველაშვილმა გამართული შეხვედრები ქართულ მედიასთან შეაჯამა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მას ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში ჰქონდა.

პრეზიდენტს სამხედრო აკადემიაში აკადემიის ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა დერილ ვილიამსმა უმასპინძლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის, ტაიერის ჯილდოების ოთახში, საჩუქრების ოფიციალური გაცვლის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა „ვესტ პოინტის“ აკადემიას ქართული ხმალი და ფარი უსახსოვრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად დაამტკიცოს ევროპისა და აშშ-ს მასშტაბით.