გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან. გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში, ასევე გიორგი მარგველაშვილი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსაც ესტუმრება, სადაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს და საჯარო ლექციას წაიკითხავს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო სადილი ატლანტიკური საბჭოს, NDI და IRI-ის ხელმძღვანელობასთან;

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შეხვდება.