გიორგი მარგველაშვილის განცხადება - გამოხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების ომში უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით, გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის შეურაცხმყოფელი თითოეული ჯარისკაცისთვის, სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების შეურაცხყოფად მიიჩნევს მარგველაშვილის განცხადებას ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადება გამაოგნებელია. შეგახსენებთ, რომ საუბარია გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებაზე, სადაც აღნიშნავს: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.