საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 11-12 ივლისს ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო – საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.