დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება, – გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მხარეების პოზიციების გათვალისწინების შემდეგ მიიღო.
მოსამართლის განცხადებით, ამას როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი, ისე პენიტენციური სამსახური ითხოვდა. მოსამართლემ დღესვე წაიკითხა სამკურნალო დაწესებულებიდან მიღებული წერილი, სადაც საუბარია, რომ მსჯავრდებულს არ სურს სხდომაზე დასწრება და დადასტურებულად არ ითვლება, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი დეკანოზის ძმის პორტეტსი მოყვა.