დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობას შეუდგა გიორგი გახარიაც. უწყებაში მას უკვე ყოფილმა ხელმღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა.
საუბარი ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
შსს-ს ახალი მინისტრი მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნო.
დღესვე გიორგი გახარია შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.