თეა წულუკიანი მთავრობაში ბრუნდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.

თეა წულუკიანი უკვე იყო მთავრობის წევრი, ის რვა წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, საქართველოს პარლამენტის წევრი და განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

მოამბე