გიორგი გახარია დღეიდან შს მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობას შეუდგა გიორგი გახარიაც. უწყებაში მას უკვე ყოფილმა ხელმღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა.

საუბარი ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.

შსს-ს ახალი მინისტრი მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნო.

დღესვე გიორგი გახარია შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.