გიორგი ჭელიძეს 16 ადვოკატი დაიცავს

„ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს 16 ადვოკატი დაიცავს. ინტერესების დამცველებმა მიზეზად ჭელიძის მიმართ პოლიტიკური დევნა დაასახელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრის, გიორგი ჭელიძის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს. მას ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.