გიორგი ჭანტურიას მეუღლის ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ - რა შედეგით დასრულდა პროცესი
განმეორებითი ჩხრეკა გიორგი ჭანტურიასა და მისი მეუღლის სახლებში, რუსთავსა და თბილისში, თითქმის ერთდროულად დაიწყო. მცხეთის ქუჩაზე პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბოლო 3 დღის განმავლობაში ჭანტურიას მეუღლის ბინა უკვე მეორედ გაჩხრიკეს – ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
გენო ოსიყმაშვილი იმყოფება მცხეთის ქუჩაზე – რა შედეგით დასრულდა პროცესი, ხომ არ გაკეთებულა დამატებითი კომენტარები?