გიორგი ჭანტურიას ვაჟმა პროკურატურას მიმართა

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, მისმა ვაჟმა და სამოქალაქო ჯგუფის წევრებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს.

გიორგი ჭანტურიას განცხადებით, მისი მამის მკვლელობის საქმეში არცერთი მოწმე არ არის დაკითხული. მისივე თქმით, ამ დრომდე არსებობს კითხვები​, რომლებიც პასუხგაუცემელია.

გიორგი ჭანტურიას თქმით, ოჯახმა პროკურატურას საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მიზნით ადრეც მიმართა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.