გიორგი აბაშიშვილი: იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის კომისია იუსტიციის სახლიდან გამოასახლა
გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის კომისია იუსტიციის სახლიდან გამოასახლა.
როგორც აბაშიშვილი ამბობს, დღეს დილით კომისიის წევრები, ტრადიციულად, შეკრებისთვის მივიდნენ იუსტიციის სახლში და არ შეუშვეს.
ეს კომისია 2004 წლიდან ისედაც ექვემდებარებოდა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის სახლში მუშაობდა. შეიცვალა ის, რომ მას მეტი გამჭვირვალობისთვის წევრები დაემატნენ.