„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - 16 დეკემბერი, 2023 #LIVE
  • ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს და დაბრუნება ევროპულ ოჯახში. რას გვაძლევს და რას გვავალდებულებს ინტეგრაციის ახალი ეტაპი. დამსახურებაზე დაფუძნებული კონსენსუსი და პოლიტიკური ასპექტები;
  • როგორ აისახება ევროინტეგრაცია ქართველ ხალხსა და საზოგადოებრივ განვითარებაზე. ახალი რეკომენდაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები. გახდება თუ არა სტატუსი პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი და ჩაერთვება თუ არა ამჯერად ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სრული ოპოზიციური სპექტრი. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, პერსპექტივებსა და ევროპულ ღირებულებებზე ექსპერტებთან ერთად ვმსჯელობთ #აქტუალურშაბათში;
  • სტუმრები: რომან კაკულია – საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელი; რამაზ საყვარელიძე – პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი; გიორგი აბაშიშვილი – „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი.

აქტუალური შაბათი