გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ბათუმში მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულს შეხვდნენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმში მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულს შეხვდნენ.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, დემოკრატიის როლი ეროვნული უსაფრთხოების გამყარებაში, ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა, – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ბათუმში საქართველოს შეირაღებული ძალების მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულთან შეხვედრისას ისაუბრეს.
დავით რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გამოჩენილი თავდადების და ქვეყნისთვის მაღალი რეპუტაციის ჩამოყალიბებისათვის.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი ქვეყნის აღმშენებლობაში ჯარის და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელობას შეეხო.