ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშის მოსახლეობას შეხვდა გიგი უგულავა. პარლამენტში ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის ცნობით, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმების მიმდებარე ტერიტორიას დატბორვის საფრთხე ემუქრება.
უგულავსთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზაფხულზე წყალუხვობის დროს მდინარე რიონი კალაპოტს იცვლის და უფრო საშიში ხდება. გიგი უგულავას განცხადებით, ტერიტორიას გაბიონის მოწყობა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება სჭირდება.