ვანის რაიონის სოფელ ამაღლების მოსახლეობას გიგი უგულავა შეხვდა.
ვანი – ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის ინფორმაციით, ისინი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამორტიზირებულია ამაღლების საფეხმავლო ხიდი. სოფლის საბავშო ბაღამდე და სკოლამდე მისასვლელად კი ამ ხიდის გავლაა საჭირო.