ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში მამუკა ტუსკაძის სასარგებლოდ, სამმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

13:59, 16.04.2018

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის სამმა კანდიდატმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. „თავისუფალი საქართველოდან” შოთა მაქაცარიამ, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან” გიორგი ხალიჩავამ და „პატრიოტთა ალიანსიდან” გიორგი ხურციძემ გადაწყვეტილება „ახალი ქრისტიან დემოკრატების” კანდიდატის, მამუკა ტუსკაძის სასარგებლოდ მიიღეს.

შუალედურ არჩევნებში ვანი-ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ექვს  კანდიდატს შორის მოუწევს. მათგან ხუთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.

„ქართული ოცნება”- გივი ჭიჭინაძე

„ევროპული საქართველო”- გიგი უგულავა

ტრადიციონალისტები“- ამირან ქართველიშვილი

პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველო”- გიორგი ლილუაშვილი

„ახალი ქრისტიან დემოკრატები”- მამუკა ტუსკაძე

დამოუკიდებელი კანდიდატი- ტარიელ კოპალიანი

მსგავსი