ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში მამუკა ტუსკაძის სასარგებლოდ, სამმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის სამმა კანდიდატმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. „თავისუფალი საქართველოდან” შოთა მაქაცარიამ, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან” გიორგი ხალიჩავამ და „პატრიოტთა ალიანსიდან” გიორგი ხურციძემ გადაწყვეტილება „ახალი ქრისტიან დემოკრატების” კანდიდატის, მამუკა ტუსკაძის სასარგებლოდ მიიღეს.
შუალედურ არჩევნებში ვანი-ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ექვს კანდიდატს შორის მოუწევს. მათგან ხუთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.
„ქართული ოცნება”- გივი ჭიჭინაძე
„ევროპული საქართველო”- გიგი უგულავა
„ტრადიციონალისტები“- ამირან ქართველიშვილი
პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველო”- გიორგი ლილუაშვილი
„ახალი ქრისტიან დემოკრატები”- მამუკა ტუსკაძე
დამოუკიდებელი კანდიდატი- ტარიელ კოპალიანი