პრემიერ-მინისტრის მოსმენას ეხმაურება და „სამარცხვინოს“ უწოდებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე. გიგა ბოკერიას განცხადებით, გუშინ ხელისუფლებამ საკუთარი სახე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. მისივე თქმით, ახლა მოსახლეობა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოსაშორებლად უნდა გაერთიანდეს და ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელი წინაპირობა, ახალი არჩევნების ჩატარებაა.