ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, გია თვალავაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა კიკვიძის ბაღში. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და თვალავაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აქციაზე შეკრებილები კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ სკანდალურ საქმეში შესაძლოა, მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესი გამოიკვეთოს.
შეგახსენებთ, რომ გია თვალავაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული.