გია ჟორჟოლიანის ინიციატივა

პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმებას მოითხოვს.

მისი ინიციატივა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ  ფასიანი რეკლამის აკრძალვა არჩევნების თანაბარ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, ინიციტივის მიზანია ყველა პარტია და პროგრამა მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს.

გია ჟორჟოლიანის ინიციატივას შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში.