„სოციალ-დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიის ოცეული წარადგინა.

პარტიის თავმჯდომარემ მათი პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა. გია ჟორჟოლიანის თქმით, ძირითადი აქცენტები ეკონომიკაზე, ინდუსტრიულ და აგრარულ პოლიტიკაზე, ასევე ჯანდაცვაზე გაკეთდება. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, „სოციალ-დემოკრატები“ პარლამენტში საკუთარი ხედვისა და პრინციპების დასამკვიდრებლად იბრძოლებენ.