საქართველოს დღეების ფარგლებში, ტოკიოს ცენტრალურ იო-იო-გის პარკში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა. ორდღიან ფესტივალზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა, 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს. ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას იაპონელი სომელიე რიუ-ნესკო იო-შიჰარა უძღვებოდა. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.