ჯაზისა და ღვინის ფესტივალი წინანდალში

18:32, 12.10.2024

წინანდლის მამულებში კი „jazz and wine კახეთი“ იმართება – წელს ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს. ღონისძიებები ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნა, რის შემდეგაც მსმენელის წინაშე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული არტისტები წარდგნენ.

მუსიკის ფონზე ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო ტრადიციული იტალიური კერძებით უმასპინძლდება. ორგანიზატორი „ისთერნ ფრომოუშენსი“, მხარდამჭერი კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.

 

მსგავსი