საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია სრულად დაფინანსდება. თუ მანამდე სახელმწიფო პაციენტს 120 000 ლარის ღირებულების ოპერაციის მხოლოდ ნაწილს უფინანსებდა, ახლა თანხა სრულად იქნება გაცემული. პროგრამაში იგულისხმება დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაც. საკმაოდ რთულ ქირურგიულ ჩარევას საქართველოში თითქმის 10 წელია მიმართავენ. სწორედ ძვირადღირებული ოპერაციის ნაწილობრივ დაფინანსების გამო პაციენტების ნაწილი ღვიძლის გადანერგვას ვერ ახერხებდა.
სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში ტრანსპლანტაციის საშუალოდ 10-დან 20-მდე ოპერაცია ტარდება.