სკრინინგის ახალი მოდელი

სიახლეა საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ-პროგრამაში.

ადრეულ დიაგნოსტიკაში დაინერგება უახლესი მიდგომა, რომელიც პისიარ-მეთოდზე იქნება დაფუძნებული. მოლოდინია, რომ ახალი მოდელი ექიმებს სიმსივნური პროცესების ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველია, სადაც სკრინინგის დროს პისიარ-ტესტირებას გამოიყენებენ. საუბარია კვლევის გენეტიკურ დონეზე ჩატარებაზე. ბოლო მონაცემებით, სკრინინგ-პროგრამებზე მიმართვის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.