ღონისძიებები მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ

სამცხე-ჯავახეთში წიწვოვან კორომებში გავრცელებული მავნებელი მწერის – მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ეროვნული სატყეო სააგენტო ღონისძიებებს აგრძელებს. ამ დროისთვის 2000 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერია განთავსებული.

უწყების ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის ინტენსივობა შემცირებულია.

შემოწმება და დაჭერილი ხოჭოების განადგურება 10 დღეში ერთხელ ხდება.