გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ლიცეუმმა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან სკოლებში უკვე ჩაატარა. საინფორმაციო შეხვედრების ციკლი ლიცეუმში „ღია კარის დღის“ ღონისძიებით დასრულდა. სასწავლებლის გაცნობა კადეტთა კლუბიდან ლიცეუმის შესახებ პრეზენტაციით დაიწყო. ბავშვებსა და მათ მშობლებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილები, შეხვდნენ. კადეტებმა კი, დეტალურად ისაუბრეს ლიცეუმში ცხოვრების, კადეტთა დღის განრიგისა და ლიცეუმში არსებულ სასწავლო თუ სამოტივაციო გარემოზე. ლიცეუმი პანსიონის ტიპის ავტორიზებული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს. მისაღები გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისიდან და 28 ივნისს დასრულდება.