ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“ ღია კარის დღე იმართება. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ბავშვების ნამუშევრები და მათთან ერთად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და სხვადასხვა ღონისძიება იმართება მცხეთაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „მომავლის რწმენა“.