ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთობლივ შეხვედრაზე.
მთავარ გამოწვევად საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების არ არსებობა დასახელდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ღია მონაცემების ერთიანი სახელმწიფო პორტალის მიუხედავად, საჯარო დაწესებულებები კანონმდებლობით ვალდებულნი არ არიან მონაცემები ამავე პორტალზე გამოაქვეყნენონ და ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით საჯარო უწყებებიდან, დადებითი შეფასება იუსტიციის სამინისტროს სიპებმა და ეროვნულმა ბანკმა დაიმსახურეს.