აქცია შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით

უსაფრთხო შრომითი პირობები სამუშაო ადგილებზე და ქვეყანაში ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნა – ამ მოთხოვნით გაერთიანებული პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ და რკინიგზელთა პროფკავშირებმა რუსთაველის მეტროსთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

პროფკავშირების წევრები მიიჩნევენ, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ბევრ ხარვეზს შეიცავს და დოკუმენტი დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვას რეალურად ვერ უზრუნველყოფს.

ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოკლეს ვადებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საკანონმდებლო ბაზის შექმნისკენ მოუწოდებენ.