ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე

კლუბ „ბასიანის“ ორი დამფუძნებელი მეოთხე საათია, გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს.

პოლიციის შენობა უკვე დატოვა კლუბის კიდევ ერთმა მეწილემ ზვიად გელბახიანმა, რომელიც ამბობს, რომ კითხვები ძირითადად ობიექტის წილებს და კლუბის ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ეხებოდა. გელბახიანს გამოძიებასთან თავადაც აქვს პრეტენზიები და შეკითხვები და აინტერესებს, როდის მოეხსნება ლუქი „ბასიანს“, რომელიც 10 დღეა დახურულია.

„ბასიანისგან“ გასხვავებით, 12 მაისს ჩატარებული სპეც-ოპერაციის დროს დალუქული კიდევ ერთი ობიექტი, კაფე „გალერი“ უკვე გაიხსნა.

გიორგი კობერიძე ელოდება დაკითხვის დასრულებას.