საქველმოქმედო კონცერტი მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად, ანსამბლ „ბასიანის“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით „ბასიანი მეკოსთვის“, პანდემიის გამო, ონლაინფორმატში მიმდინარეობდა. შემოსული თანხა 24 წლის მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად გადაირიცხება, რომელსაც ექიმებმა ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს.