კლუბებში სპეცოპერაციის საქმე

კაფე „გალერისა“ და „ბასიანის“ მფლობელების დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება.

გალერის გახსნის შემდეგ ბასიანის მუშაობის განახლების დრო კვლავ უცნობია. კლუბებში სპეცოპერაციის საქმეზე, საგამოძიებო უწყებას კლუბების წარმომადგენლებთან შეკითხვები დაწესებულების ფუნქციონირებასთან და ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით აქვს, რომლებიც მათი ინფორმაციით კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდიდნენ.

დაკითხვიდან გამოსულ პირებს გიორგი კობერიძე ესაუბრა.