გერმანიის საელჩოს განცხადება

საქართველოში გერმანიის საელჩო სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ.

პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.