გერმანიის ფედერაციას ახალი კოალიციური მთავრობა ჰყავს. ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. ბუნდესტაგში, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.
ანგელა მერკელის “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და მარტინ შულცის “სოციალ-დემოკრატიული პარტია” იმ საკითხებზე შეთანხმდნენ, რაც ფედერაციული არჩევნების შემდეგ ოთხი თვის განმავლობაში მათ კოალიციის ფორმირებას აფერხებდა.
სესია “ქრისტიან-დემოკრატებსა” და “სოციალ-დემოკრატებს” შორის რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.